სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრი სერგეი შამბა დღეს გაეროს დელეგაციას შეხვდა, რომელსაც გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ანტი ტურუნენი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დელეგაციის ვიზიტის ძირითადი მიზანი - აფხაზეთში არსებული საერთო მდგომარეობის შეფასება და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის გალის შეხვედრის მომზადებაა.