აშშ-ის ყველაზე ძვირადღირებული ტელემსახიობები დასახელდნენ. პოპულარული სერიალის "სასოწარკვეთილი დიასახლისების" შემქმნელებს დიდი ძალისხმევა და ფული დასჭირდათ, დაერწმუნებინათ შოუს მონაწილე მსახიობები: ევა ლონგორია, ტერი ხატჩერი, მარსია კროსი და ფელისია ხაფმანი, აქეთ-იქით არ გაფანტულიყვნენ.
შედეგი სახეზეა: სერიალის მერვე და მეცხრე სეზონი იქნება, რის შედეგადაც, თითოეული მსახიობი ქალი 18 მილიონზე მეტს მიიღებს. თუ ახლა ევა, ტერი ,მარსია და ფელისიტა ერთი ეპიზოდის გადაღებისას 280 ათასს გამოიმუშავებენ, მომავალი კონტრაქტით უფრო საგრძნობი თანხაა გაწერილი - 375 ათასი. ასე რომ, ეს მსახიობი ქალები აშშ-ის ყველაზე ძვირადღირებული ტელემსახიობები არიან.
"ჩვენთვის აუცილებელი იყო გოგონების დაბრუნება, შოუ ძალზე დიდ შემოსავალს იძლევა, ამიტომ არ შეიძლება ასე მარტივად აიღო და დაასრულო იგი. ახლა შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ: "სასოწარკვეთილი დიასახლისები" 2013 წლამდე ჩვენთან იქნება. ხოლო ვარსკვლავური ხელფასის მორიგი გაზრდისას შეიძლება მეათე სეზონზედაც იფიქრონ", - აცხადებს შოუს შემქმნელებთან დაახლოებული პირი.