კომედიური დრამის " Into the Beautiful" გადაღებით მსახიობი მეგ რაიანი რეჟისორის ამპლუაში მოგვევლინება. ფილმისთვის სცენარს ენ მერედიტი დაწერს. ადრე იგი ლიზი ხოლოდიტის ფილმის "გამოქვაბულის ბინადარი" სიუჟეტზე მუშაობდა. მეგ რაიანის პროექტის პროდიუსერი ვენდი ფაინერმანია.
ფილმი " Into the Beautiful"-ი შეეხება ბავშვობის მეგობრებს, რომლებიც რამდენიმე წლის შემდეგ შეერთდნენ. შემქმნელები მას აღწერენ როგორც ლაურენს კეზდანის ფილმის" "დიდი იმედგაცრუება" თანამედროვე ვერსიას .(ფილმი 1983 წელს გამოვიდა, მთავარ როლებში ტომ ბერენჯერი, გლენ კლოუზი).
თავად მეგ რაიანი ფილმში გადაღებას არ გეგმავს. როგორც მსახიობი, იგი დაკავებული იქნება ფილმში "წმინდანთა სიცოცხლე", რომელიც 2011 წლის ბოლოს გამოვა.