იტალიელმა არქეოლოგებმა ფლორენციასთან ახლოს მდებარე მონასტერში ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზას პროტოტიპის, ლიზი ჯერარდინის აკლდამა აღმოაჩინეს.
სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ თავის ქალის მეტ ფრაგმენტს მოიპოვებენ და ქალის სახეს აღადგენენ. მათი მიზანია, იგი და ვინჩის ნახატს შეადარონ.
არქეოლოგები გეგმავენ აიღონ, მონასტერთან ახლოს დაკრძალული ქალის დნმ და ჯერარდინის შვილების დნმ-ს შეადარონ, რომლებიც ფლორენციის ბაზილიკაში განისვენებენ.
სხვადასხვა ვერსიის მიხედვით, ჯოკონდა რომელიღაც კურტიზანი, მეძვი ქალის, ან თავად და ვინჩის საყვარელის პორტრეტია (რომლისთვისაც, როგორც ისტორიკოსები ამტკიცებენ, უცხო არ იყო მამაკაცებთან სექსუალური ურთიერთობა). ამასთან, შესაძლებელია, ნამუშევარი ავტოპორტრეტი იყოს.