ორთაჭალის ხიდთან მაშველებმა წყლიდან 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.
გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ის ერთ-ერთი რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ მტკვარში გადახტა.
მაშველებმა წყლიდან ცხედრის ამოყვანა რამდენიმე წუთში მოახერხეს, ადგილზე გამოძახებლი იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადაც, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.