მეტროსადგურ "ვაგზლის მოედანზე" პირველ ხაზზე საეჭვო პაკია აღმოჩენილი. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ქალაქ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
ადგილზე გამოძახებულია სამართალდამცველები და გამნაღმველთა ჯგუფი, რომელიც ადგენს, არის თუ არა პოლიეთილების შეკვრაში ასაფეთქებელი მოწყობილობა.
მეტროსადგურის პირველი ხაზიდან მგზავრების ევაუკაცია მოხდა და მოძრაობა შეჩერებულია.