სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
სასაზღვრო სექტორ „გონა"-ს დასაცავ მონაკვეთზე, N8 სამმართველოს და ონის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულ იქნა ავთანდილ გოგრიჭიანი და მახარე ლობჟანიძე.
დაკავებულებს ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდათ მცირე კალიბრიანი შაშხანა (N-X3623), ორი ცალი ვაზნით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი „აკმ"-ი (N-HY7745), ერთი მჭიდით და ათი ცალი საბრძოლო ვაზნით.
აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 236-ე მუხლის I და II ნაწილით.