ხელვაჩაურში თაბაშირ-მუყაოს ფილის პროფილების საწარმო გაიხსნება. სწორედ ამ პირობით ყიდის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე 5 501 კვ/მ მიწის ნაკვეთს.
ობიექტის საწყისი ღირებულება 151 ათასი ლარია. აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია, პირობებიანი საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 18 თვის განმავლობაში აამოქმედოს თაბაშირი-მუყაოს ფილის პროფილებისა და აქსესუარების დამამზადებელი ქარხანა. სადაც არანაკლებ 350 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ინვესტორი ვალდებულია ასევე, ქარხნის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში დაასაქმოს საქართველოს 25 მოქალაქე. პირობებიანი აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 29 აპრილისთვისა დაგეგმილი.