საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ ჩინური კომპანიების „LINK Business Management Company" და "China International Water and Electric Corp"-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე დავით ჯალაღანიამ ჩინელ ბიზნესმენებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ უკანასკნელ წლებში განხორციელებული რეფორმებისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ. ყურადღება დაეთმო ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობასაც.