უკვე ცნობილია სამი ქართველის ვინაობა, რომლებსაც სტამბულის პოლიცია თურქი ბიზნესმენისა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობისთვის ეძებს.
თურქი სამართალდამცავები სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებულ კადრებსაც ავრცელებენ სადაც ჩანს, თუ როგორ შედიან ეჭვნიტანილები სასტუმროში.
თურქული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამი ქართველი, რომელთაც უკვე მესამე დღეა თურქეთის პოლიცია ეძებს არიან: ტატიანა ზვიანსკაია, გიორგი თედიაშვილი და ვიტა თედიაშვილი. თუმცა ჯერ ჯერობით ასევე უცნობია დანამდვილებით , ეს სამი ადამიანი მართლაც საქართველოს მოქალაქე არის თუ არა, რადგან ამის შესახებ თურქულ პრესაში არაფერია ნათქვამი.
საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბულში ამ თემასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს და დეტალებს აზუსტებს.