სასაზღვრო სექტორ „ჯანდარა"-ს სახელმწიფო საზღვრის დასაცავ მონაკვეთზე სამართალდამცველებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ოთხი მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულ იქნა მსუბუქი ავტომანქანა რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ანვერ ქარიმოვი. ავტომანქანაში იმყოფებოდა ასევე საქართველოს სამი მოქალაქე.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო წინასწარი გამოძიება სსსკ-ის 344-ე მუხლის II ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.