თბილისში, ტექსელის პარკში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დიღმის მასივში გვიან ღამოთ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ბიძინა ქოჩოხაშვილს დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთჯერ ესროლა.
ეს ჭრილობები მას გულმკერდის არეში, მუცლის ღრუსა და კიდურების მიდამოებში აქვს მიყენებული.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმები აცხადებენ, რომ პაციანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.