ბელორუსში საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება და ამ თანამდებობაზე გიორგი ჩხეიძე დაინიშნება. საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე წარუდგინა გიორგი ჩხეიძის კანდიდატურა.
გიორგი ჩხეიძე პროფესიით ჟურნალისტია, სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთ `მოლოდიოჟ გრუზიაში, გაზეთ `შანსში~, გაზეთ `50/50~-ში.
გიორგი ჩხეიძე ასევე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დეპარტამენტში. სხდასახვა წლებში იყო რუსეთის დეპარტამენტის დირექტორი, უზბეკეთსა და ტაჟიკეთში დესპანი, ხოლო 2009 წლის მარტიდან დღემდე არის დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჩხეიძის კანდიდატურას ჯერ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს, შემდეგ კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.