საქართველოს მოქალაქემ ბადრი აფანასიევმა რუსეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტიმ" რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აფანასიევმა "იარაგ-კაზმალიარის" (რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარი) სასაზღვრო საკონტროლო გამშვები პინქტის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მესაზღვრეებს მიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფანასიევმა მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი და განაცხადა, რომ 1992-1993 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელის რანგში მონაწილებდა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში, იყო დასავლეთ საქართველის გებერნატორის (? რედ.) უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გენო გიორგაძის მოადგილე. ბოლო წლებში ბადრი აფანასიევი ტელეკომპანია "იმედის" პროდიუსერად მუშაობდა.
"აფანასიევამ განაცხადა, რომ პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, მას, როგორც ტელეკომპანიის პროდიუსერს, ოპოზციასთან კავშირის გამო სდევნიდნენ ქართული სპეცსამსახურები. ისინი მოითხოვდნენ პატარკაციშვილის მაკომპრომინტრებელი დოკუმენტების ხელმოწერას. ამის გამო აფანასიევი იძულებული განდხა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია", _ იტყობინება ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის წარმომადგენელი.
აფანასიევისთვის პოლიტიკური თავშესაფარის მინიჭების საკითხი რუსეთის კანონმდებლობის საფუძველზე იქნება განხილული, - იტყობინება რუსული მედია.