უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კიევში მიიწვია.
ამის შესახებ ზელენსკიმ 24 ნოემბერს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ განაცხადა.
„მას შეუძლია, პუტინი წაიყვანოს და მასთან ერთად ჩამოფრინდეს კიევში. ჩვენ მათ უსაფრთხოებასაც გარანტირებულად ვუზრუნველყოფთ. გთხოვთ, ეს ხომ მოლაპარაკებებია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელესნკიმ დასძინა, რომ ამგვარ საუბარი არასერიოზულია.
„რატომ გვთავაზობს ლუკაშენკა არასერიოზულ რაღაცებს? ჩვენ ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით და მოსკოვში შეხვედრას ვერ შევძლებთ, ვერც კიევში. ეს ყველაფერი ძალიან კარგად გვესმის. როდესაც ვინმე ასე საუბრობს, ეს უბრალოდ არასერიოზული საუბარია. ანუ, ეს ადამიანი ომის დასრულებასთან არ გვაახლოებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკი ერთობლივი ფრენის შეთავაზებასაც გამოეხმაურა:
„ის მთავაზობს, თან წამიყვანოს. მე რა, ჩემოდანი ვარ, რომ ამიყვანოს თვითმფრინავში და გაფრინდეს? თანაც მოსკოვში - რისთვის?“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ადამიანები საინფორმაციო სივრცეს აბინძურებენ აბსურდული და არაკონსტრუქციული შეთავაზებებით, რომლებიც ომის დასრულებას ნამდვილად არ შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, ლუკაშენკამ ზელენსკის საკუთარი თავი უსაფრთხოების გარანტად შესთავაზა და მასთან ერთად მოსკოვში გაფრენა სთხოვა.