შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, 1972 წელს დაბადებული ალექსანდრე ჭიაბერაშვილი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ჭიაბერაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა 1976 წელს დაბადებული თამაზ დიღმელაშვილს. დაშავებული მიღებული ტრავმის შედეგად, უგონო მდგომარეობაში მოთავსებულ იქნა საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში, საიდანაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადმოყვანილ იქნა თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში.
ბრალდებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-108 მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები