"აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის ვიზიტს თურქეთში ისრაელის მიმართულებით გარღვევა მოჰყვა. მათი ინფორმაციით, მოსკოვში გაიმართა მოლაპარაკებები სერგეი ბაღაფშსა და ჰოლდინგ "Global CST"-სთან.
მოლაპარაკებების მონაწილეთა თქმით, შეხვედრა ოფიციალურ იერუსალიმთან შეთანხმებული იყო" - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "იზრუს"-ი ავრცელებს.
გამოცემა ასევე აკონკრეტებს, რომ მოლაპარაკებები ებრაულ ჰოლდინგსა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს შორის 13 აპრილს მოსკოვში გაიმართა. მათში მონაწილეობა მიიღეს ისრაელის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ისრაელ ზივმა და მოქმედი პრემიერის ყოფილმა სახედრო მდივანმა მეირ კლიფმა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოვლენა შეიძლება თამამად ჩაითვალოს ისტორიულად, ვინაიდან ეს არის ყველაზე მაღალი დონის კანდიდატების შეხვედრა რომელიც აფხაზეთისა და ისრაელის წარმომადგენლებს შორის აქამდე გამართულა.
გამოცემა მოლაპარაკებათა პროცესთან დაახლოებულ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ასევე იუწყება, რომ მოლაპარაკებების საქმის კურსში ასევე იყო იერუსალიმის უმაღლესი ხელმძღვანელობა. "ისრაელის მხარეს კარგად ესმის რუსეთთან და აფხაზეთთან სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობა და მის განვითარებას ემხრობა", _ განაცხადა სერგეი ბაღაფშთან გამართული შეხვედრისას ჰოლდინგ "Global CST"-ის ხელმძღვანელმა ისრაელ ზივმა.
ამას გარდა, მოლაპარაკებათა მსვლელობისას მან გამოთქვა მზადყოფნა აფხაზეთისათვის უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროში არათავდასხმითი იარაღის დანიშნულების მოწყობილობების მიწოდების შესახებ.
"შეხვედრის დასრულების შემდეგ შვიდი ადამიანისაგან შემდგარი ებრაული დელეგაცია აფხაეთში გაემგზავრა. ვიზიტი 15 აპრილამდე გასტანს. დელეგაციის წევრებს ოფიციალურ დონეზე მიიღებს მთავრობის მეთაური სერგეი შამბა და რამდენიმე მინისტრი, მათ შორის თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია", _ წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ვიზიტისას ებრაული დელეგაციის წევრები აპირებენ აფხაზეთის რაიონების მონახულებას და ადგილობრივი სპეციფიკის გაცნობას. ამას გარდა, ისინი ასევე აპირებენ საქართველოსა და აფხაზეთს შორის არსებული საზღვრის მონახულებას.
"ვიზიტის შედეგების მიხედვით სერგეი ბაღაფშს წარედგინება კონკრეტული წინადადებები პარტნიორობის სხვა და სხვა ასპექტებში.
ბაღაფშთან შეხვედრისა და დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტის მომზადებით ბოლო დროს დაკავებული იყო ჰოლდინგ "იზრუს" დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იოსეფ მილშტეინი. იგი პირადად იღებდა მონაწილეობას ბაღაფშთან მოლაპარაკებებში და ასევე შედის დელეგაციაში, რომელიც აფხაზეთში იმყოფება. ამას გარდა, მილშტეინი ასევე არის პასუხისმგებელი ჰოლდინგის, რუსეთის ისტებლიშმენთან და მსხვილ კერძო კომპანიებთან ურთიერთობაზე", _ წერს სააგენტო.