სეპარატისტულ აფხაზეთში ისრაელის დელეგაცია იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც თავდაცვითი კომპანიის ხელმძღვანელობაც შედის. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დელეგაციის შეამდგენლობაში შვიდი ადამიანია. დელეგაციას თავდაცვითი კომპანიია "Global CST"-ს ოპერატიული სამმართველოს უფროსები ხელმძღვანელობენ.
ებრაული დელეგეციის ვიზიტი აფხაზეთში 15 აპრილამდე გასტანს. მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრები აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრთან სერგეი შამბასთან და აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრთან მერაბ ქიშმარიასთან.
აფხაზური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე საუბარი შეეხება შესაძლო თანამშრომლობას უსაფრთხოების, ტურიზმისა და აგროსამრეწველო კომპლექსის სფეროში. ისრაელის დელეგაციის წევრები ასევე გეგმავენ აფხაზეთის რაიონების მონახულებას.