საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეწყალების კომისიის სხდომის თარიღად 17 აპრილი დაასახელა. განხილული იქნება 300-ზე მეტი პატიმრის საქმე, მათ შორის 42 ქალია, ასევე 13 არასრულწლოვანი საქმეც.
ყველა მათგანს მოხდილი აქვს სასჯელის ის რაოდენობა, რომელიც სიაში მოსახვედრად იყო საჭირო. შეწყალების კომისიის თავჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, შეწყალება არ შეეხებათ, ისეთ მძიმე დანაშაულებებში ბრალდებულებს, როგორიცაა მკვლელობა და ნარკოტიკების გასაღება. შეწყალებული პატიმრები აღდგომას სახლებში შეხვდებიან.