კასპის რაიონის სოფელ დოესში 18 წლის გოგონამ თავი მოიკლა. გარდაცვლილის ახლობლები მომხდარის მიზეზად მეუღლესთან და მეუღლის ოჯახთან უთანხმოებას ასახელებენ.
არსებული ინფორმაციით, ხათუნა ბაიდაური რამდენიმე თვის წინ გათხოვდა და ქმრის ოჯახთან უთანხმოება ჰქონდა. გარდაცვალებამდე მან მშობლებისა და მეუღლის სახელზე წერილი დატოვა, რომელშიც ის ახლობლებს ბოდიშს უხდიდა.
თვითმკვლელობა ბაიდაურმა ადრეც სცადა, თუმცა მაშინ ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
მომხდარზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის რაიონული განყოფილება აწარმოებს.