ხვალ, 8 დეკემბერს, 11:00-დან 16:00 საათამდე საქართველოს ახალგაზრდა იურიუსტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აწყობს ღია კარის დღეს. თემა _ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება!
თუ გსურთ მიიღოთ უფასო კვალიფიციური სამართლებრივი კონსულტაცია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მობრძანდეთ საიას ოფისში (კრილოვის ქ. # 15)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მსგავსი ტიპის ღია კარის დღეს სხვადასხვა თემებზე სამომავლოდაც მოაწყობს.