მადრიდის "რეალი" და გელზენკირხენის "შალკე" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ. "რეალმა" სტუმრად "ტოტენჰემს" კრისტიანო რონალდოს გოლით 1:0 მოუგო, "შალკემ" კი მოქმედ ჩემპიონს "ინტერს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. "შალკედან" ფოლები რაულმა და ჰიოვედესმა გაიტანეს, ერთი გოლი მოწინააღმდეგე გუნდიდან ტიაგო მოტამ გაიტანა. ორი მატჩის ჯამში მადრიდელებმა "ტოტენჰემი" 5:0 დაამარცხეს, ხოლო "შალკემ" "ინტერი" 7:3.
ნახევარფინალში "რეალი" "ბარსელონას" შეხვდება. აღსანიშნავია ისიც, რომ 18 დღის განმავლობაში აღნიშნული გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდებიან. ფინალში გასასვლელად "შალკეს" "მანჩესტერთან" მოუწევს ბრძოლა.
პირველი ნახევარფინალური მატჩები 26-27 აპრილს გაიმართება.