კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წნორში მდებარე ავტომობილების დაიგნოსტიკური ცენტრის -შპს „ლოლაშვილის" თანამშრომლები ილია ლოლაშვილი და სტეფანე ღვინიაშვილი დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა 16-ადგილიანი მიკროავტობუსისა და სატვირთო ავტომობილისათვის ყოველგვარი დათვალიერებისა და წინასწარი შემოწმების გარეშე დაამზადეს და გასცეს ყალბი ე.წ. ტესტირების ბარათები „ავტო სატრანსპორტო საშუალებების გზებისთვის ვარგისიანობის" შესახებ.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, სამართალდამცველებმა ბრალდებულები მაშინ დააკავეს, როცა მათ ავტომფლობელებისაგან ყალბი ცნობების დამზადების სანაცვლოდ 250 ლარი აიღეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით, რაც ითვალისიწნებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.