აფხაზმა სეპარატისტებმა საკუთარი საფოსტო კონვერტები გამოუშვეს, რომელზეც ე.წ. სახელმწიფოებრივი სიმბოლიკაა დატანილი. ინფორმაციას ამის შესახებ კომანია "აპსნეიმადარა"-ს ("აბხაზსვიაზ") გენერალური დირექტორი ლაშა შამბა ავრცელებს.
მისი თქმით, კონვერტები უკვე არის თავისუფალ გაყიდვაში სოხუმის მთავარ ფოსტაში და აფხაზეთის ქალაქებისა და რაიონების კავშირგაბმულობის განყოფილებებში. ამას გარდა, ასევე გამოვიდა აფხაზი მოღვაწეებისა და აფხაზეთის სხვა და სხვა გამოსახულებების საფოსტო მარკების ახალი სერია.