აფხაზი სეპარატისტები შფოთავენ, იმის გამო, რომ რუსეთის მიერ დაპირებული ფინანსური დახმარების გამოყოფა იგვიანებს. ამის გამო, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი აცხადებს, რომ შესაძლოა ამის გამო აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური დახმარების გეგმით გათვალისწინებული ყველა ღონისძიების ჩატარება ვადაში ვერ მოხერხდეს.
"უკვე პირველი კვარტალი გავიდა და ჩვენ მხოლოდ ახლა გამოგვიყვეს 760 მილიონი რუბლი დაპირებული 1,5 მილიარდიდად. დოკუმენტაცია მომზადებულია, ჩატარებულია ექსპერტიზა და ზოგ მშენებარე ობიექტს ჩვენ თავად ვაფინანსებთ პრივატიზაციის ფონდიდან, იმიტომ რომ შემდეგ, როდესაც თანხა გამოიყოფა ეს ფილი კვლავ სახელმწიფოს დაუბრუნდეს", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, "ფულის არ ათვისების საშიშროება აფხაზური მხარის ბრალეულობით არ არსებობს".
"თუ დაფინანსება არ განხორციელდება, ჩვენ უბრალოდ ჩაგვივარდება პროგრამა და ეს ჩვენი ბრალი არ იქნება", _ აცხადებს ბაღაფში და აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში აფხაზური მხარე მანამ არ დააფინანსებს არც ერთ ობიეტქს, ვიდრე ჩატარებული არ იქნება საპროექტო-სმეტური დოკუმენტაციის ექსპერტიზა. "ეს ნორმად და კანონად უნდა იქცეს", _ აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი.