აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში გერმანიიდან ჩასულ დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ტელევიზია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილებოდა საკითხები, რომლებიც ზამთრის ტურიზმის განვითარებასთან, სავაჭრო ცენტრების აშენებასთან და ასევე ნაგვისგადამამუშავებელი დარგის განვითარებასთან იყო დაკავშირებული.
აფაზური მხარე ასევე იუწყება, რომ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება "აფხაზეთის მთავრობაში შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც გერმანული მხარის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს შეისწავლის".
მასალის გამოყენების პირობები