თურქულმა მხარემ ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილ საქართველოს სამ მოქალაქეზე ძებნა ოფიციალურად გამოაცხადა.
სტამბულში საქართველოს კონსულის ზურაბ პატარიძის განცხადებით, ქართველებს, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით დაუდგენელია სტამბულში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს - "ბაჰარის" ადმინისტრატორისა და მისი მეგობარი ქალის, წარმოშობით უზბეკი როზა ისმაილოვას მკვლელობა ედებათ ბრალად.
"თურქმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქეებზე ძებნა უკვე გამოაცხადეს. ეჭვმიტანილთა გვარები ამ ეტაპზე უცნობია. ჩვენ ვთანამშორბლობთ თურქეთის პოლიციასთან", - აცხადებს დიპლომატი.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინეს.