შვილად აყვანის მიზნით არასრულწლოვანის მიმართ უკანონოდ განხორციელებული ქმედებები თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სისხლის სამართლის კოდექსში".
დღეს მოქმედი კანონის თანახმად, არასრულწლოვნის ყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით - ისჯება გამოსასწორებელი სამუშაოთი - ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად კი არასრულწლოვნის ყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე..
კანონპროექტის ავტორები არიან დეპუტატები პავლე კუბლაშვილი და გიორგი ჩივიაშვილი.