პატიმრების პირობით ვადამდე გათავისუფლების, ე.წ. უდოს კომისიის რიგგარეშე სხდომა 10 დეკემბერს გაიმართება, _ ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს კომისიის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
მან მიმართა კომისიის წევრებს შეიკრიბონ 10 დეკემბრისთვის, გადახედონ ხელახლა პატიმრების საქმეებს და მიიღონ გადაწყვეტილება.
"სამინისტრომ გადაწყვიტა, მეტ მსჯავრდებულს მიეცეს შესაძლებლობა, ახალ წელს საკუთარ ოჯახში შეხვდეს", _ განაცხადა მინისტრმა.
პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის რიგგარეშე სხდომა 10 დეკემბერს გაიმართება, ხოლო გეგმური სხდომა დეკემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.