საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში 56 ადგილზე გადაინაცვლა. საქართველომ წინა რეიტინგთან შედარებით 16 ადგილით გაიუმჯობესა მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რეიტინგი ქართველებს 2002 წლის შემდეგ არ ჰქონიათ.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენს მეტოქეებს შორის საუკეთესო პოზიცია ხორვატიას აქვს. აპრილის რეიტინგში მათ 2 ადგილით უკან დაიხიეს და მე-10 ადგილზე აღმოჩნდნენ. მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა ისრაელმაც, რომელმაც ბოლო მატჩში საქართველოს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ისრაელმა 25 საფეხბურით აინაცვლა რეიტინგში და 33-ე ადგილზე არიან. საბერძნეთი მე-12, ლატვია 76-ე და მალტა 163-ე ადგილზეა.
მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო ნაკრები ისევ ესპანეთია. პირველი ათეულში შემდეგი ქვეყნები შედიან:
1. ესპანეთი
2. ჰოლანდია
3. ბრაზილია
4. გერმანია
5. არგენტინა
6. ინგლისი
7. ურუგვაი
8. პორტუგალია
9. იტალია
10. ხორვატია