თბილისის საქალაქო სასამართლო სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მომხდარი, საფრანგეთის მოქალაქის სტეფან კოჰენის მკვლელობის საქმის განხილვას იწყებს.
პროცესი სასამართლოში ამ წუთებში იწყება. როგორც დაზარალებული მხარის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე მოწმეების დაკითხვა მოხდება.
იმის გამო, რომ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანია, პროცესი დახურული იქნება. მას არ დაესწრებიან არც დაღუპულის ოჯახის წევრები.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მოქალაქე სტეფან კოჰენი სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტის" ერთ-ერთ ნომერში 26 იანვარის ღამეს მოკლეს.
ის ფრანგული კომპანია " SISTRA"-ს წარმომადგენელი იყო, რომელიც თბილისის მერიასთან ერთად სატრანსპორტო მარშუტების შემუშავებაზე პროექტს ახორციელებდა.
სამართალდამცველებმა მკველობაში ეჭვმიტანილი არასრულწოვანი მეორე დღესვე აიყვანეს.