გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მდებარე IX-X საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი `სანაგირე~ ინგრევა. ჩამოქცეულია ჭერი და მთლიანად დარღვეულია კედლები.
სავალალო მდგომარეობაშია კელიები და საიდუმლო განძთსაცავიც. დარღვეულია ასევე ძირითად ტაძარზე მიშენებული დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესია.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ისტორიკოსმა თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, სამონასტრო კომპლექსის ძირითადი ეკლესია მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ აგებულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიაზეა დაშენებული. `სანაგირე~ ორსართულიანია და შვიდი წმინდანის სახელობისაა. ისტორიული წყაროებით, მეფე ერეკლე ჯარს `სანაგირეში~ ლოცავდა. სამებასა და ბახტრიონს მტრის შემოსევას `სანაგირედან~ ატყობინებდნენ.
ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შემორჩენილია ვახტანგ გორგასლისეული გვირაბები და გალავნები.