დღეს, 12 აპრილს, 13:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორები თაკო ჩხეიძე (GeoModels) და მარიამ ყუბუსიძე (Georgian Events) გამართავენ პრესკონფერენციას 2011 წლის 3-8 მაისის დაგეგმილი თბილისის მოდის კვირეულის შესახებ.
პრესკონფერენციას დაესწრებიან თბილისის მოდის კვირეულის პარტნიორები: დათო გომართელი (მედიაცენტრის "ღია აფხაზეთისთვის" თავმჯდომარე), ტონი ტოშევი (შერატონ მეტეხი პალასის გენერალური დირექტორი), უორნერ უოელი (გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი).