"ისეთი მკაცრი კრიტიკა, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის
დასკვნაშია მითითებული, შევარდნაძის ბოლო პერიოდშიც კი არ ყოფილა", _ აცხადებს
"ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური.
მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა აშშ-ის დეპარტამენტი არსებულ შეცდომებსა
და დანაშაულებზე ჩვენს ხელისუფლებას პირდაპირ მიუთითებს.
მთავრობის კაბინეტის ინიციატივის მიუხედავად, რომელიც მთავრობის
წარმომადგენლების მიწვევასა და აშშ-ის დეპარტამენტის დასკვნის ცალკეული დეტალების
განხილვას გულისხმობს, ძიძიგური ეჭვობს,
რომ მთავრობა არსებობდეს.
"გგონიათ, მთავრობა სადმე არის?
გილაური ებრაელი ბიზნესმენის დაპატიმრებაში რომ მონაწილეობდა, ეს უშუალოდ მისი გაკეთებული
კი არაა, არამედ _ სააკაშვილმა გააკეთებინა. როდესაც დევნილები კინწისკვრით
გამოყარეს საცხოვრებელი ადგილებიდან, ეს სუბელიანის ინიციატივა არ იყო, ეს
სააკაშვილის ინიციატივა იყო. როდესაც მედიათავისუფლება შეზღუდულია და რესპუბლიკური
მნიშვნელობის ყველა სახელისუფლებო არხი დემაგოგიაშია ჩართული, ამას პირადად
სააკაშვილი ხელმძღვანელობს. ამიტომ მთავრობის
წევრების პარლამენტში მიყვანა არაფრის მომტანი არ არის. ყველაფერ ამის უკან
მთავარი დამნაშავე დგას", _ აღნიშნა ძიძიგურმა.