შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ქრთამის აღების ფაქტზე, თეთრიწყაროს სამმართველოს დეტექტივი, პოლიციის ვიცე-პოდპოლკოვნიკი ბაგრატ ქოჩორაშვილი დააკავა.
დაკავებული პოლიციელი წალკა-თეთრიწყაროს ტერიტორიაზე სისტემატურად აცილებდა საგზაო-სამშენებლო ობიექტებიდან მოპარულ დიზელის საწვავით სავსე ავტომანქანებს.
ამის სანაცვლოდ, პოლიციელი გარკვეულ თანხას იღებდა. ბაგრატ ქოჩორაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ავტომანქანის გაცილების სანაცვლოდ, ის ერთ-ერთი მოქალაქისგან 300 ლარის ოდენობით ქრთამს იღებდა.