დღეს 16.00 საათზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პრესკონფერენციას გამართავს და ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის განცხადებას გამოეხმაურება. კერძოდ, ერთი კვირის წინ ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიამ ახალი განცხადება გააგზავნა სააკაშვილისა და ადეიშვილის სახელზე, რომელიც ადვოკატთა კორპუსის ჩაგვრის ფაქტებს შეეხება. ამასთან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას კანადის პრემიერ მინისტრი გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას დახმარება აღუთქვა.
ქართველი ადვოკატების თქმით, წერილი საქართველოს ადოკატთა ასოციაციის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერაა.
ადვოკატთა კორპუსში მიიჩნევენ, რომ ადვოკატთა ინსტიტუციონალურმა დევნამ სახელმწიფოს მხრიდან ინტენსიური ხასიათი მიიღო.
"ბევრი ჩვენი კოლეგა შეეწირა სამართლიანობისთვის ბრძოლას, ადვოკატთა ასოციაციის მეშვეობითY მთელმა დემოკრატიულმა მსოფლიომ იცის ადვოკატ მარიანა იველაშვილის, ნათელა სირაძის, მამუკა ნოზაძის, ნაიმი იასაღაშვილის და სხვა ადვოკატების მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენების შესახებ, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ევროპის მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტების მხრიდან",_ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის განცხადებაში.
მათი თქმით, უახლეს ისტორიაში მხოლოდ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ შეძლო, დაედო საერთაშორისო დასკვნა ადვოკატთა კორპუსის დევნის შესახებ. ადვოკატთა კორპუსის დევნით შეშფოთებულმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომრემ დახმარებისათვის მიმართა დიდი რვიანის სახელმწიფოთა მეთაურებს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს და ევროპარლამენტს რათა შეწყვეტილიყო ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნა.
"სააკაშვილის რეჟიმი ადვოკატთა კორპუსის დევნას ახორციელებს სასამართლოს მეშვეობით. საქართველოს სასამართლო სისტემა გადავიდა ადვოკატთა კორპუსის ღია დევნაზე, რისი ნათელი მაგალითია ადვოკატთა კორპუსის მიმართ ბოლო შვიდი წლის მანძილზე 111 გამამტყუნებელი განაჩენი. ერთი კვირის წინ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ღიად დაადანაშაულა ადვოკატთა კორპუსი უზენაესი სასამართლოსთვის კვერცხების სროლაში, რაც არის აბსურდი. ადვოკატთა ასოციაციამ საკადრისი პასუხი გასცა კუბლაშვილის მორიგ პროვოკაციას საქართველოს ადვოკატებთან მიმართებაში",_ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის განცხადებაში
მასალის გამოყენების პირობები