დაღესტნის რაიონში მილიციისა და ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების შეტაკების შედეგად ორი მილიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეტაკება ტყის მასივში მოხდა და იგი ამჟამადაც გრძელდება.
"ორშაბათს დილით ძალოვნები, რომლებიც ტყის მასივის დათვალიერებას აწარმოებდნენ, სავარაუდოდ, სამ ბოევიკს გადაეყარნენ. გაიხსნა ცეცხლი, არიან დაჭრილებიც რომელთა ზუსტი რაოდენობა ამჟამად ზუსტდება", _ იუწყება დაღესტნის შს სამინისტროს პრესსამსახური.
მასალის გამოყენების პირობები