ვაკეში, კეკელიძის ქუჩაზე გვიან ღამით 22 წლის ომარ ახმედიანი ბიძაშვილმა მკერდისა და გულმკერდის არეში დანით დაჭრა. ამ დროისთვის დაზარალებული თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდება. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების ინფორმაციით, დაზარალებულს დანით ოთხი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
მთავარი ჭრილობები მას მიყენებული აქვს გულ-მკერდის, კისრის არეში, მარცხენა დუნდულოში. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა.
მომხდარის მოტოვებზე ვერავინ საუბრობს. უკვე დაკავებულია დაჭრილი ომარ ახმედიანის ბიძაშვილი.