საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსეი როიბუსი იმყოფება . საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თავის მოლდოველ კოლეგას დეტალურად გააცნო შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.
ვიზიტის ფარგლებში ალექსეი როიბუსი ეწვევა პოლიციის აკადემიას, გაეცნობა შინაგან საქამეთა სამინისტროს მომსახრების სააგენტოს მუშაობას და დაათვალიერბს პოლიციის განყოფილების ახალ შენობებს.