უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. გოჩა კევლიშვლი იგივე "გოჩა რუსთავსკი" კრიმინალურმა პოლიციამ ზაპოროჟიეს ოლქში აიყვანეს. უკრაინელი სამართალდამცავების ინფორმაციით, ქართველი "კანონიერი ქურდი" ქვეყნის რეგიონების კრიმინალურ ბანდებს ხელმძღვანელობდა. მის საბრალდებო დასკვნაში ათობით თავდასხმა, ძარცვა და ბიზნესის რეკეტია.
"გოჩა რუსთავსკის" ზაპოროჟიეს სასამართლომ სამშობლოში იძულებით დეპორტაციის განაჩენი უკვე გამოუტანა. ქართველი "კანონიერი ქურდი" სასჯელს სავარაუდოდ თბილისში, მე-7 იზოლატორში მოიხდის, იქ სადაც ე.წ. კანონიერი ქურდების საპატიმროა.
უკრაინული მედია წერს, რომ ზაპოროჟიედან თბილისში "გოჩა რუსთავსკის" დეპორტაცია უკვე განხორციელდა.