ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის შტაბმა, რომელიც ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოში შედის, გაავრცელა განცხადება, რომელშიც არის რეკომენდაცია ისრაელის მოქალაქეებისათვის პასექის დღესასწაულის წინა დღეებში თავი შეიკავონ საქართველოსა და სომხეთში გამგზავრებისაგან.
განცხადების მიხედვით, ამ ქვეყნებში არსებობს საფრხე იმისა, რომ მათ მოიტაცებენ "ჰეზბოლას" ან "ჰამასის" ტერორისტები. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არის "კონკრეტული საფრთხე". ინფორმაციას ამის შესახებ "ისრუსი" ავრცელებს.
ამას გარდა, საშიში ქვეყნების რიცხვში არის კიდევ პოსტსაბჭოთა საბჭოს ორი ქვეყანა - აზერბაიჯანი და ტაჯიკეთი. თურმენეთი ამ სიიდან ამ მომენტისათვის ამოღებულია.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის შტაბის ეს განცხადება საფრთხისშემცველად გამოიყურება, იმის გამო, რომ აქამდე საქართველოში "ჰეზბოლასა" და "ჰამასის" ხსენება არასოდეს ყოფილა. საქართველოს არც არასოდეს აკავშირებდნენ მათთან ურთიერთობაში, მაშინ როდესაც რუსეთს პირდაპირი კავშირი აქვს ამ ტერორისტულ ორგანიზაციებთან და მათ ლიდერებს სახელმწიფოებრივ დონეზე იღებს.
სავარაუდოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იყო საქართველოში ორი ებრაელი ბიზნესმენის დაკავების გამო, რომლებსაც მაღალჩინოსნის მოქრთამვის მცდელობა ედებათ ბრალად. ამ მეთოდით, ისრაელის ზოგი სტრუქტურა ცდილობს საქართველოსა და ისრაელის ტურისტული თანამშრომლობის ჩაშლას.