დღეს, 8 აპრილს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება წარმოადგენს პროექტ "ხალხის მანიფესტის" შემაჯამებელ კონფერენციას.
პროექტი 18 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა საქართველოს რეგიონებში, 63 მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.
კონფერენციაზე მოხდება პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობებისა და მიღწეული შედეგების პრეზენტაცია. დაჯილდოვდებიან პროექტში ჩართული აქტიური მოქალაქეები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საუკეთესო სტატიების ავტორები და ფოტომოყვარულები.
აქტივობები, რომლებიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონიტორინგისა და კონტროლის კუთხით მოქალაქეთა და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების უნარ-ჩვევების გაზრდას, ადგილობრივი პრობლემების მოგვარების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას და ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების აღმოფხვრის პროცესში პოლიტიკური პარტიების/სუბიექტების პასუხისმგებლობის გაზრდის ხელშეწყობას.
პრეზენტაციაზე მოეწყობა პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტური ფილმების ჩვენება და ფოტოგამოფენა.