"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალსანიას განცხადებით, "რვიანისა" და ჯეიმს აპატურაის შეხვედრაზე ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ საარჩევნო რეფორმის გატარება და დემოკრატიულად არჩევნების ჩატარება არის განმსაზღვრელი ფაქტორი საქართველო-ნატოს ურთიერთობებში.
როგორც ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე იქნება საუბარი მომავალ კვირაში დაგეგმილ ნატო-საქართველოს მინისერიალზედაც.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ჯეიმს აპატურაის მიეწოდა სრული ინფორმაცია საქრთველოში მიმდინარე პროცესებზე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებზე.
"ჩვენ ავუხსენით, რა პრობლემები შეექმნა რეფორმებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში "რვიანსა" და ხელისუფლებას და როგორ უნდა გადავჭრათ არსებული პრობლემები," - აღნიშნა ალასანიამ. O
შეხვედრაზე ოპოზიციურმა "რვიანმა" ჯეიმს აპატურაის მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებისა და საარჩევნო სიებთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივები გააცნო, რომელზედაც პოლილიტიკურმა უმცირესობამ ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
"შემიძლია ვთქვა, რომ "რვიანს" საარჩევნო რეფორმის პროცესში ნატოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს, რაც ჯეიმს აპატურაიმ ღიად დააფიქსირა", - განმარტა ალასანიამ.