ხვალ, 7 დეკემბერს "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" გენერალური მდივნის, ეკა ბესელიას ოჯახისწევრების, სერგო ბესელიასა და რატი მილორავას სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება.
ამჯერად სასამართლო კაფე-ბარ ,,ელზას" თამანშრომლებს დაკითავს.
4 დეკემბერს სერგო ბესელიასა და რატი მილორავას სასამართლო განხილვაზე დაიკითხნენ ბრალდების მოწმეები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მერაბ საღინაძე და ვახტანგ მეგრელიძე.
ორივე მათგანი აღნიშნავდა რომ ჩხუბის პროცესს ისისნი არ შესწრებიან და კითხვაზე თუ რაში გამოიხატებოდაბ რატი მილორავასა და სერგო ბესელიას მხრიდან გაქცევის მცდელობა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა ვერცერთმა მათგანმა პასუხი ვერ გასცა.