საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბავშვებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აანთო.
ნაძვის ხის ანთება სანახაობის თანხლებით გაიმართა. რომელშიც მოძრაობის თეატრის მსახიობები მონაწილეობდნენ.
ნაძვის ხის ანთებისთანავე პარლამეტის შენობის სახურავიდან სამი სანტა კლაუსი დაეშვა, რომლებსაც ხელში ეროვნული დროშები ეკავათ.
ღონისძიებას საზოგადოების ცნობილ სახეებთან ერთად , პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა და პირველი ლედი სანდრა რულოვსი ესწრებოდნენ.