ქაშუეთის ეკლესიის საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის საკვირაო სკოლა გაიხსნა.
პროექტი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას მეუღლის, ქეთევან კაჭარავას პატრონაჟით განხორციელდა.
~აღნიშნულ სკოლაში სწავლა დევნილ ბავშვებს უფასოდ შეეძლებათ. ისინი საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას გაეცნობიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საფუძვლიან განათლებას მიიღებენ აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ~, - განაცხადა ქეთევან კაჭარავამ.
მისივე თქმით, კერძო ბიზნესმენების დაფინანსებით შაბათ-კვირას ბავშვების რეგიონებში გაყვანა მოხდება, სადაც ისინი ისტორიულ ძეგლებს ადგილზე გაეცნობიან.
~ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ჩემი პატრონაჟით ხორციელდება. მომავალში დევნილი ბავშვებისთვის ძალიან ბევრი მსგავსი პროექტის განხორციელება მოხდება", - დასძინა კაჭარავამ.