იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში კიდევ ხუთი ინფიცირებული ბავშვი მიიყვანეს. ვირუსის გამო საავადმყოფოში კარანტინია გამოცხადებული,
ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევბის მატების გამო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ექიმებს უფლება მისცა, მკურნალობა ლაბორატორიული დადასტურების გარეშეც დაიწყონ.
საავადმყოფოში ამჟამად ათი მცირეწლოვანი ბავშვი მკურნალობს. მათ დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებათ და ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დღეისათვის ქვეყნაში ვირუსი ლაბორატორიულად სამასამდე ადამიანს დაუდასტურდა.