საქართველოში H1N1 ვირუსით ასეულობით ადამიანია ინფიცირებული. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძე განუცხადა.
"ვარაუდობთ, რომ ვირუსის მატარებელი ასეულობით ადამიანია, თუმცა დაავადება იმდენად მსუბუქად მიმდინარეობს, რომ მათ ექიმებისთვის არ მიმართავათ. შესაბამისად ზუსტი ოფიციალური აღრიცხვა ვერ ხერხდება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით ამ დროისთვის H1N1 ვირუსის 300-მდე შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან მხოლოდ ორის მდგომარეობა იყო შედარებით მძიმე,
"ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველა დაინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო ან მსუბუქი სიმძიმისაა. დაავადებულთა უმრავლესობა მკურნალობას სახლის პირობებში გადის.
ცენტრში აცხადებენ, რომ გრიპის ყველა შემთხვევა H1N1 ვირუსია,
გართულებების თავიდან ასაცილებლად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ურჩევს, სამედიცინო დაწესებულებებს შესაბამისი სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ.