დღეს, 6 დეკემბერს, ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს ეზოში, ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს ხელმძღვანელობის ინიციატივით გამწვანების, აქცია მოეწყობა.
აქციაში მონაწილეობას სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ სურგულაძე და სააგენტოს თანამშრომლები მიიღებენ.
საავადმყოფოს ეზოში 70 ძირი ნეკერჩხალი და წიწვოვანი მცენარეების ნერგები დაირგვება.
აქციით ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების სააგენტო საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მოწოდებას ეხმიანება.