რუსეთის ქალაქ პერმის ერთ ერთ ღამის კაფე-კლუბში ხანძარი დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაჩნდა. უბედურმა შემთხვევამ, ბოლო მონაცემებით 102 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილების გარდა დაზარალდა 142 ადამიანზე მეტი.
კაფე-კლუბის საერთსო ფართი 500 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რომლისგანაც ხანძრის შედეგად განადგურებულია 400 კვადრატული მეტრი.
რუსული მედიის ინფორმაციით ხანძარი ღამის კლუბში მაშინ გაჩნდა, როდესაც კლუბის სტუმრები მისი დაარსების 7 წლისთავს ზეიმობდნენ.
რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის მიერ უკვე დაკავებულია დაწესებულების აღმასრულებელი დირექტორი სვეტლანა ეფრემოვა, ასევე კლუბის თანადამაარსებელი ანატოლი ზაკი. ეს განცხადება რუსეთის გენპროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა გააკეთა.
ზაკი და ეფრემოვა სახანძრო უსაფრთხოების წესების დაუცველობაში არიან ეჭვმიტანილი, რამაც გაუფრთხილებლობის გამო ადამიანთა გარდაცვალება გამოიწვია.